ჩვენს შესახებ

მარნეულის ტელეკომპანია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარნეული ტვ“ 2006 წლის 1 ივნისს დაარსდა.

ტელეკომპანია „მარნეული ტვ“-ს განცხადებული მისია — რეგიონში სახელმწიფოებრივი აზროვნების აღდგენა-გაძლიერება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქალაქეთა თანადგომაა.

იგი დაარსებისთანავე რეგიონის და მარნეულის რაიონის ახალი ამბების გაშუქების ავანგარდში ჩადგა როგორც, ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი ერთადერთი ტელესადგური, რომლის მაუწყებლობაც მარნეულის რაიონსა და მის შემოგარენს მოიცავს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე. პოტენციური 200 000 მაყურებლით, თვრამეტსაათიანი მაუწყებლობით, როგორც ადგილობრივ ციფრულ მულტიპლექსის მეშვეობით, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით — კომპანია „გლობალ ტვ“-ს საშუალებით. მარნეული ტვ-ს მაუწყებლობა ვრცელდება ასევე ინტერნეტითაც, ვებ-გვერდზე www.marneulitv.ge და პორტალზე www.myvideo.ge

ტელეკომპანიის პრიორიტეტი, ძირითადად ადგილობრივი ახალი ამბები, შემეცნებითი პროგრამები, და აქტუალურ პრობლემებისადმი მიძღვნილი გადაცემებია ეთერში.

ტელეკომპანია „მარნეული ტვ“ არის საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცის წევრი. ჩვენ სათანამშრომლო კონტაქტები გვაქვს საქართველოს თითქმის ყველა დამოუკიდებელ რეგიონალურ ტელეკომპანიასთან, ასევე ურთიერთგაცვლითი, სტაჟირების პროგრამები უცხოეთის, რიგ ტელევიზიებთან. ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა და ყურადობა ჩვენი მაღალი რეიტინგის საფუძველია, რაც დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ყურადღებას იპყრობს, შესაბამისადბუნებრივია რეკლამის დამკვეთთა მაღალი ინტერესიც.