ჩვენს შესახებ
მარნეულის ტელეკომპანია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარნეული ტვ“ 2006 წლის 1 ივნისს დაარსდა.
ტელეკომპანია „მარნეული ტვ“-ს განცხადებული მისია — რეგიონში სახელმწიფოებრივი აზროვნების აღდგენა-გაძლიერება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქალაქეთა თანადგომაა.იგი დაარსებისთანავე რეგიონის და მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი ამბების გაშუქების ავანგარდში ჩადგა, როგორც ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი ერთადერთი ტელესადგური, რომლის მაუწყებლობაც მარნეულის მუნიციპალიტეტის და მის შემოგარენს მოიცავს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე. პოტენციური 500 000 მაყურებლით, თვრამეტსაათიანი მაუწყებლობით, როგორც ადგილობრივ ციფრულ მულტიპლექსის მეშვეობით, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღია სატელიტიდან თანამგზავრი Azerspace-1 S/R 3000. სიხშირე 11094,4 მგჰ პოლარიზაცია H ვმაუწყებლობთ აგრეთვე საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ტელე ოპერატორის მეშვეობით : „გლობალ ტვ“, “მაგთი”, სიჯისი და სხვა. მარნეული ტვ-ს მაუწყებლობა ვრცელდება ასევე ინტერნეტითაც, ვებ-გვერდზე www.marneulitv.ge და პორტალზე www.myvideo.ge
ტელეკომპანიის პრიორიტეტი, ძირითადად ადგილობრივი ახალი ამბები, პირდაპირი ეთერი თოქ შოუ ,შემეცნებითი პროგრამები, და აქტუალურ პრობლემებისადმი მიძღვნილი გადაცემებია.
ტელეკომპანია „მარნეული ტვ“ არის საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცის წევრი. ჩვენ სათანამშრომლო კონტაქტები გვაქვს საქართველოს თითქმის ყველა დამოუკიდებელ რეგიონალურ ტელეკომპანიასთან, ასევე ურთიერთგაცვლითი, სტაჟირების პროგრამები უცხოეთის, რიგ ტელევიზიებთან. მათ შორის დამეგობრებულები ვართ აშშ-ს ტელეკომპანია –WENY TV -სთან. ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა და ყურადობა ჩვენი მაღალი რეიტინგის საფუძველია, რაც დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ყურადღებას იპყრობს, შესაბამისად ბუნებრივია რეკლამის დამკვეთთა მაღალი ინტერესიც. ტელეკომპანია მარნეული ტვ ხალხის სამსახურში!