დაბეჭდვა

სოფელ აღმამედლოში ქალთა კლუბი გაიხსნა

Posted in სიახლე


სოფელ აღმამედლოში ქალთა კლუბი გაიხსნა

სოფელ აღმამედლოში ქალთა კლუბი გაიხსნა დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში, მუნიციპალური პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით გაიხსნა ქალთა კლუბი.

პროექტის მიზანია თემში მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა, ქალთა მონაწილეობის წასახალისება სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება. აღნიშნული სივრცე, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ შეხვედრების მოსაწყობად, ახალი პროექტების დაგეგმვისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობების განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ქალთა კლუბის პროექტი, აღმამედლოში მცხოვრებმა აქტიურმა ქალბატონმა ნარგიზა მამედოვამ წარმოადგინა, რომელიც მოქალაქეების ერთობლივი გადაწყვეტილებით შეირჩა და განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 200 ლარი გამოიყო. აღნიშნული სივრცე განთავსებულია სოფლის კულტურის სახლში, სადაც გარდა ქალთა კლუბისთვის განკუთვნილი ფართისა, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, კაპიტალურად გარემონტდა შენობაში არსებული სხვა ოთახები და შეიცვალა სახურავი, რისთვისაც ჯამში დაიხარჯა 66 750 ლარი. გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, გამგებლის მოადგილე აკიფ ალიევი, თვითმმართველობის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. დღესვე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი აღმამედლოს მოსახლებასაც შეხვდა. გამგებელმა პირადად მოისმინა მოსახლეობის პრობლემები და გამგეობის კომპტენეციის ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდა.

წყარო: www.marneuli.gov.ge


 

 

სიახლე


  • ქ. მარნეულში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში

    2017 წლის 12-14 მაისს, ქ. მარნეულში, სპორტულ კომპლექს „ათაჰოლდინგ საქართველო“-ში (მის: ქ.მარნეული, გიორგაძის ქ.), საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ეგიდით, 2017 წლის სპორტული ღონისძიებათა კალენდარული გეგმის შესაბამისად,  ჩატარდება 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში.

    ვრცლად...

  • მარნეულში  ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წელი იზეიმეს

    დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში  ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  გაიმართა.

    ვრცლად...

  • აკაკი კაკაურაძის სახელობის  VII საერთაშორისო ტურნირი კრივში

    2017 წლის 2 მაისიდან - 5 მაისამდე, ქ. ქუთაისის სპორტის სასახლეში  გაიმართა ცნობილი ქართველი მოკრივის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  VII საერთაშორისო ტურნირი კრივში, ახალგაზრდებს შორის.

    ვრცლად...

  • ქ. საგარეჯოში გამართულ ტურნირზე მარნეულელმა ძიუდოისტმა I ადგილი მოიპოვა

    2017 წლის 5 - 7 მაისს, ქ. საგარეჯოში გაიმართა მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, ევროპის მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, გივი ონაშვილის სახელობის ტურნირი ძიუდოში, 2003-2005 წლებში დაბადებულ ვაჟებსა და 2000-2006 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის.

    ვრცლად...

  • სოფელ აღმამედლოში ქალთა კლუბი გაიხსნა

    სოფელ აღმამედლოში ქალთა კლუბი გაიხსნა დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში, მუნიციპალური პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით გაიხსნა ქალთა კლუბი.

    ვრცლად...

გადაცემები

  • 17.10.2017

  • 12 10 2017 azer

  • 12.10.2017