დაბეჭდვა

აკაკი კაკაურაძის სახელობის VII საერთაშორისო ტურნირი კრივში

Posted in სიახლე


აკაკი კაკაურაძის სახელობის  VII საერთაშორისო ტურნირი კრივში

2017 წლის 2 მაისიდან - 5 მაისამდე, ქ. ქუთაისის სპორტის სასახლეში  გაიმართა ცნობილი ქართველი მოკრივის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  VII საერთაშორისო ტურნირი კრივში, ახალგაზრდებს შორის.

ტურნირზე, რომელიც ჩატარდა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, იასპარეზეს 1999–2000 წ.წ. დაბადებულმა სპორტსმენებმა, 49; 52; 56; 60; 64; 69; 75; 81; 91; და 91+ წონით კატეგორიებში. შეჯიბრება ჩატარდა AIBA-ს წესების შესაბამისად.

ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტი სპორტული სკოლის აღსაზრდელმა, ოთარ ნავერიანმა (მწვრთნელი: ზურა მუშკუდიანი), რომელმაც 60 კგ წონით კატეგორიაში II საპრიზო ადგილი მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენს ჯილდოდ შესაბამისი ხარისხის  მედალი და სიგელი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის მიზანს აკაკი კაკაურიძის ხსოვნის უკვდავყოფა, კრივის პოპულარიზაცია და პერსპექტიული მოკრივეების გამოვლენა წარმოადგენდა.

წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა


 

სიახლე


  • ქ. მარნეულში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში

    2017 წლის 12-14 მაისს, ქ. მარნეულში, სპორტულ კომპლექს „ათაჰოლდინგ საქართველო“-ში (მის: ქ.მარნეული, გიორგაძის ქ.), საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ეგიდით, 2017 წლის სპორტული ღონისძიებათა კალენდარული გეგმის შესაბამისად,  ჩატარდება 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში.

    ვრცლად...

  • მარნეულში  ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წელი იზეიმეს

    დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში  ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  გაიმართა.

    ვრცლად...

  • აკაკი კაკაურაძის სახელობის  VII საერთაშორისო ტურნირი კრივში

    2017 წლის 2 მაისიდან - 5 მაისამდე, ქ. ქუთაისის სპორტის სასახლეში  გაიმართა ცნობილი ქართველი მოკრივის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  VII საერთაშორისო ტურნირი კრივში, ახალგაზრდებს შორის.

    ვრცლად...

  • ქ. საგარეჯოში გამართულ ტურნირზე მარნეულელმა ძიუდოისტმა I ადგილი მოიპოვა

    2017 წლის 5 - 7 მაისს, ქ. საგარეჯოში გაიმართა მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, ევროპის მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, გივი ონაშვილის სახელობის ტურნირი ძიუდოში, 2003-2005 წლებში დაბადებულ ვაჟებსა და 2000-2006 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის.

    ვრცლად...

  • სოფელ აღმამედლოში ქალთა კლუბი გაიხსნა

    სოფელ აღმამედლოში ქალთა კლუბი გაიხსნა დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში, მუნიციპალური პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით გაიხსნა ქალთა კლუბი.

    ვრცლად...

გადაცემები

  • 17.10.2017

  • 12 10 2017 azer

  • 12.10.2017