დაბეჭდვა

მარნეულში ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წელი იზეიმეს

Posted in სიახლე


მარნეულში  ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წელი იზეიმეს

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში  ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  გაიმართა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და  საკრებულოს თავჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად, ომში დაღუპულ გმირთა  მემორიალები სოფელ საიმერლოში, სადახლოში, ქვემო სარალში, შაუმიანსა და კაჩაგანში  გვირგვინებით შეამკეს და იქ  შეკრებილ  საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი მიულოცეს.
დღესვე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ომში  მონაწილე 13–ვე ვეტერანს,  ოჯახში,  პირადად ეწვივნენ, გამარჯვების თარიღი მიულოცეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მისალოცი ბარათები და მუნიციპალიტეტისგან გამოყოფილი  სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ წელს  საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარით, ხოლო ომის ვეტერანთა ოჯახის წევრები 300 ლარით დასაჩუქრდებიან.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით კი ომის ვეტერანებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ფულადი ჯილდოს სახით, 250 ლარი  გადაეცათ.
9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სადახლოსა და კაჩაგანში ომში დაღუპულთა მემორიალებთან საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით თემატური ღონისძიებები მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

წყარო: www.marneuli.gov.ge


 

 

სიახლე

გადაცემები

  • poeziis sagamo

  • 20.12.2017

  • 15.12.2017