დაბეჭდვა

ქ. მარნეულში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში

Posted in სიახლე


ქ. მარნეულში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში

2017 წლის 12-14 მაისს, ქ. მარნეულში, სპორტულ კომპლექს „ათაჰოლდინგ საქართველო“-ში (მის: ქ.მარნეული, გიორგაძის ქ.), საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ეგიდით, 2017 წლის სპორტული ღონისძიებათა კალენდარული გეგმის შესაბამისად,  ჩატარდება 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში.

 

ჩემპიონატის განრიგი შემდეგია:
12 მაისი – სპორტსმენების ჩამოსვლისა  და მოსამზადებელი ვარჯიშის დღე;
13 მაისი –  12:00 საათიდან –  შეჯიბრის დასაწყისი;
14 მაისი –  12:00 საათიდან – ფინალური შეხვედრები.

შეჯიბრება პირად–გუნდურია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქ. თბილისის, ქ.ბათუმის, ქ.ქუთაისის, ქ. მარნეულის, ქ.ხაშურისა და ქ.გორის ნაკრები გუნდები.
ინდივიდუალურ ხტომებში შეჯიბრი ჩატარდება სპორტის ოსტატობის, სპორტის ოსტატობის კანდიდატობის, დიდ და ჭაბუკ თანრიგოსან სპორტსმენთა შორის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის გუნდს წარმოადგენს 7 სპორტსმენი:
1. ნავერიანი ლუკა – დაბადების თარიღი: 2.02.2011
2. ნავერიანი თამარ – დაბადების თარიღი: 15.08.2012
3. სამედოვი სამირ – დაბადების თარიღი: 12.01.2011
4. გულბანი ლუკა– დაბადების თარიღი: 19.10.2010
5. გოგრიჭიანი ლუკა – დაბადების თარიღი: 9.12.2010
6. ხარაზიშვილი ქეთევან – დაბადების თარიღი: 26.04.2010
7. ხარაზიშვილი გაბრიელ – დაბადების თარიღი: 8.01.2012
მწვრთნელი: აკაკი გაბაშვილი

შეჯიბრზე გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება დიპლომით. გამარჯვებული სპორტსმენები კი თანრიგისა და პროგრამების მიხედვით, დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრება მიზნად ისახავს საქართველოში ბატუტზე ხტომების განვითარება – პოპულარიზაციასა და ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენას.

წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა


 

სიახლე


  • ქ. მარნეულში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში

    2017 წლის 12-14 მაისს, ქ. მარნეულში, სპორტულ კომპლექს „ათაჰოლდინგ საქართველო“-ში (მის: ქ.მარნეული, გიორგაძის ქ.), საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ეგიდით, 2017 წლის სპორტული ღონისძიებათა კალენდარული გეგმის შესაბამისად,  ჩატარდება 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში.

    ვრცლად...

  • მარნეულში  ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წელი იზეიმეს

    დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში  ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  გაიმართა.

    ვრცლად...

  • აკაკი კაკაურაძის სახელობის  VII საერთაშორისო ტურნირი კრივში

    2017 წლის 2 მაისიდან - 5 მაისამდე, ქ. ქუთაისის სპორტის სასახლეში  გაიმართა ცნობილი ქართველი მოკრივის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  VII საერთაშორისო ტურნირი კრივში, ახალგაზრდებს შორის.

    ვრცლად...

  • ქ. საგარეჯოში გამართულ ტურნირზე მარნეულელმა ძიუდოისტმა I ადგილი მოიპოვა

    2017 წლის 5 - 7 მაისს, ქ. საგარეჯოში გაიმართა მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, ევროპის მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, გივი ონაშვილის სახელობის ტურნირი ძიუდოში, 2003-2005 წლებში დაბადებულ ვაჟებსა და 2000-2006 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის.

    ვრცლად...

  • სოფელ აღმამედლოში ქალთა კლუბი გაიხსნა

    სოფელ აღმამედლოში ქალთა კლუბი გაიხსნა დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში, მუნიციპალური პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით გაიხსნა ქალთა კლუბი.

    ვრცლად...

გადაცემები

  • 07.08.2017

  • 07.08.2017 azer